ახალი ამბები

შსს: ქობულეთში 32 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს

23 მაისი, 2015 •
შსს: ქობულეთში 32 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს

როგორც შსს–ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,496 გრ ჰეროინს შეიცავს. შსს–ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.

 

 ფოტო – სქრინშოტი შსს–შ ვიდეომასალიდან
ფოტო – სქრინშოტი შსს–შ ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი