“ბრიტანეთი სარგებლოს მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე ხელმისაწვდომობით. ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვახერხებთ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც გვადარდებს, მაგრამ აუცილებელია მოგმართოთ იმ საკითხის თაობაზე, რომლითაც ბრიტანელი ხალხი შეშფოთებულია და ამ შეშფოთებას მეც სრულად ვიზიარებ. ეს უკავშირდება იმ ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას, რომლებიც ევროპიდან ბრიტანეთში მიგრირებს. მე მწამს, რომ შესაძლებელია მოვნახოთ გზა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. მე მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობის ტრანსფორმირება უკეთესობისკენ. დღეს მე შევხვდი დონალდ ტუსკს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ლიდერებს პოლონეთიდან, უნგრეთიდან, შვედეთიდან და ლატვიიდან. მომავალ კვირას შევხვდები საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ასევე მექნება საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან. მე არ ველოდები, რომ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახლავე. როგორც დღეს დილით განვაცხადე, ამ მოლაპარაკებებს სჭირდება მოთმინება, მაგრამ მე მჯერა, რომ ერთად მუშაობით ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირის და ჩვენი ურთიერთობის რეფორმირება, ამის შემდეგ კი ბრიტანელი ხალხი იტყვის თავის სიტყვას რეფერენდუმის გზით”- განაცხადა დევიდ კამერონმა რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ყოფნისას.
ბიბისის ინფორმაციით, რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდება, დარჩება თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, 2017 წელს უნდა გაიმართოს.
