ახალი ამბები

ღარიბაშვილი ვიზის ლიბერალიზაციაზე: გადაწყვეტილება მიღებულია – შემდეგი არის საქართველო

22 მაისი, 2015 •
ღარიბაშვილი ვიზის ლიბერალიზაციაზე: გადაწყვეტილება მიღებულია – შემდეგი არის საქართველო

პრემიერის შეფასებით, რიგის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო და არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალ წელს ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ.

 

„ჩვენს შემთხვევაში, როგორც პირად საუბრებში, ისე – საჯაროდ, ცალსახად დადასტურდა, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს. გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებზე ამას ერთხმად აღნიშნავენ. პროცესი ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბევრად ადრე, წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო. მოლდოვამ ეს დაიწყო 2010 წელს და დღეს მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ნახტომი გააკეთა. რა თქმა უნდა, ევროპაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება იდეალური არ იყოს დეკლარაცია ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ უკრაინა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა აუცილებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

ის დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პროცედურების დასრულება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ის, თუ როდის მიენიჭება საქართველოს უვიზო რეჟიმი, თავად საქართველოზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი