ახალი ამბები

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესის ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება

22 მაისი, 2015 •
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესის ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდება

“ჩვენ ვხედავთ უვიზო რეჟიმის დადებით შედეგებს მოლდოვასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით პირველ წელში. პროგრესი მიღწეულია სომხეთთან და ბელარუსთან დაკავშირებით, რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, რომლებიც არიან ლიდერები იმისთვის რომ მიაღწიონ მიზნებს ვიზალიბერლაიზაციის თვალსაზრისით. პრეზიდენტი იუნკერი და მე პირადად იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, მაგრამ უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული განსაზღვრონ თავისი მოქმედბებეით თუ როდის მოვა ამ გადაწყვეტილების მიღების დრო”, – განაცხადა ტუსკმა.


ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომდევნო პროგრეს-ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.


ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმმა კი იმედი გამოთქვა, რომ სამოქმედო გეგმა სწრაფად შესრულდება და საქართველო და უკრაინა უკვე მომდევნო წლიდან შეძლებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟმით სარგებლობას.


“თუ წლის ბოლოს ევროკომისია თავის დადებით გადაწყვეტილებას დადებს, მაშინ საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს უკვე მომდევნო წელს ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით”, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი