ახალი ამბები

“განათლება ეხმარება ადამიანებს დაძლიონ სიღარიბე”

22 მაისი, 2015 •
“განათლება ეხმარება ადამიანებს დაძლიონ სიღარიბე”

ბანკის ჯგუფის თქმით, განათლების დაბალ ხარისხს “სერიოზული შედეგები/გავლენა” აქვს უკიდურესი სიღარიბის დაძლევის მიღწევის გზაზე.

 

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანალიტიკოსებმა მოიყვანეს ის სამი მიზეზი, თუ რატომ დაეხმარება მიუკერძოებლობა და სწავლება უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას 2030 წლისთვის.

 

“პირველ რიგში, განათლება ეხმარება ადამიანებს დაძლიონ სიღარიბე ძალიან მაღალი მაჩვენებლებით, შემოსავლის 10 პროცენტით გაზრდით – დასაქმებული პირებისთვის. განათლებული ქალბატონები და გოგონები შეიძლება სოციალურ-ეკონომიკური ცვლილების ძალიან ძლიერი მხარდამჭერნი იყვნენ, რომლებიც სარგებელს მოუტანენ საკუთარ თავს და მათ ოჯახებსაც. მესამე, სწავლის შედეგების ხარისხი – თუ რამდენმა მუშაკმა მიიღო განათლება სკოლაში – ეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ძლიერი ფაქტორი გახდება”.

 

ახალი დაფინანსება ბანკის ჯგუფის ვალდებულების ნაწილია, დაასრულოს უკიდურესი სიღარიბე მსოფლიოში 2030 წლისთვის განათლების ხარისხის და მიუკერძოებლობის გაუმჯობესებით. ისე, რომ ყველა ბავშვი ითვისებდეს იმ უნარებს, რომლებიც მათ წარმატებული ცხოვრების გაძღოლის მიზნით სჭირდებათ.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, 121 მილიონი ბავშვი მთელ მსოფლიოში რჩება დაწყებითი და საშუალო სკოლის ფარგლებს გარეთ.

 

“სიმართლე არის ის, რომ განათლების სისტემის დიდი ნაწილი არ ემსახურება ღარიბ ბავშვებს შესაფერისად. დაახლოებით 250 მილიონ ბავშვს არ შეუძლია კითხვა ან წერა – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დადიოდა სკოლაში წლების განმავლობაში. ეს არის ტრაგედია და იქონიებს დიდ გავლენას უკიდურესი სიღარიბის დაძლევაზე“, განაცხადა ჯიმ იონგ კიმმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა. „დაახლოებით მილიარდი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში რჩება. მუდმივი ძალისხმევა, რომ გაუმჯობესდეს სწავლება ბავშვებისთვის, მოახდენს ადამიანური პოტენციალის დიდი რაოდენობის რეალიაზიაციას მომდევნო წლების განმავლობაში. უკეთესი შედეგები საკლასო ოთახებში დაგვეხმარება უკიდურესი სიღარიბის დასრულებაში“.

 

მსოფლიო ბანკმა, როგორც განათლების სფეროს მსოფლიოს მასშტაბით უდიდესმა დამფინანსებელმა, განათლების სექტორში 2000 წლიდან 40 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი