“აზერბაიჯანი სამიტზე გამოვიდა და უკმაყოფილება დააფიქსირა დეკლარაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი სულისკვეთებისა და აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენ სერიოზული პრეტენზია გვაქვს ამ დოკუმენტთან. ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით სამიტზე გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვა. და ამ საკითხში ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელი და იქ მყოფი ქვეყნის წარმომდგენელი ჩაერია. მოგვიანებით აზერბაიჯანმა გაითვალისწინა ეს ყველაფერი, დათმობაზე წავიდა და დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამასთან, განაცხადა, რომ ქვეყანა დეკლარაციასთან დაკავშირებით თავის განკუთრებულ პოზიციას დააფიქსირებს. ეს პოზიცია აზერბაიჯანის პრეტენზიებს ასახავს”, – განაცხადა მამედოვმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რიგის სამიტის დეკლრაციის ხელმოწერის პროცესამდე სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.
|
||
