ახალი ამბები

რაზე ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს

22 მაისი, 2015 • • 1060
რაზე ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს

“გერმანია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს”, – მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშილი, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი
ირაკლი ღარიბაშილი, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი


“საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს დონორებს შორის მეორე ადგილზეა”, – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

შეხვედრა გერმანიის კანცლერთან

გერმანია ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისა და იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველომ მოკლე დროში განახორციელა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს, რომ გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს დონორებს შორის მეორე ადგილზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

Posted by Irakli Garibashvili on Friday, May 22, 2015


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრის მთავარი თემები.

 

“ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, კულტურული ურთიერთობების და მოქალაქეთა შორის კონტაქტებისგაფართოებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მესამე შვილის შეძენა პირადად მიულოცა”, – აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი