ახალი ამბები

“ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს” – კალაძე “ოცნებასთან” გუშინდელ დაპირისპირებაზე

3 დეკემბერი, 2019 • 733
“ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს” – კალაძე “ოცნებასთან” გუშინდელ დაპირისპირებაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება და მისი აზრით, ეს მიზანმიმართულად, ოპოზიციის ორგანიზებით ხდება. კალაძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამართონ აქცია აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისთან და მათი მიზანი დაპირისპირების ხელშეწყობაა:

“კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. მე მგონია, ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო, არ არის ადგილები, სხვა ლოკაციები, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?!

ეს ყველაფერი ხდება მიზანიმართულად, რომ მოხდეს დაპირისპირება. ახალგაზრდები არიან, მით უმეტეს, ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება მიუღებელია. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და არა ცხვირ-პირის მტვრევას” ,- აცხადებს კალაძე.

პოლიციამ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა – [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი