ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბნელი დრო” – დაგეგმილი აქცია ერევანში

21 მაისი, 2015 • • 993
“ბნელი დრო” – დაგეგმილი აქცია ერევანში

მათი ინიციატივით, 25 მაისს, 21:00-დან 23:00 საათამდე უნდა შეწყდეს ელექტროენერგიის გამოყენება, რაც ინიციატორთა აზრით, იქნება მკაფიო მესიჯი მთავრობისთვის, რომ ეს არის გაფრთხილება, თუკი ისინი ტარიფს გააძვირებენ. 

 

“თუ ჩვენს ქვეყანაში 1000 ოჯახი მაინც შეუერთდება ამ აქციას, მაშინ “სომხეთის ელექტროქსელების” ფინანსური ზარალი 4.2 მილიონი დრამი [8750 აშშ დოლარი] იქნება. იმ შემთხვევაში, თუ აქციას უფრო მეტი ადამაინი შეუერდა, კომპანიას კოლოსალური ზარალი მიადგება”, – ამბობს აქციის მონაწილე.

 

რამდენიმე დღის წინ კომპანია “სომხეთის ელექტროქსელებმა” ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის შესახებ განაცხადი საზოგადოებრივი მომსახურების საკითხებზე არსებულ კომისიაში შეიტანა.

 

განაცხადის მიხედვით, კომპანია ტარიფს მომხმარებლებისთვის 17.8 დრამით გაზრდის. კერძოდ, დღის [07:00-23:00 საათამდე] ტარიფის 41.85 დრამიდან 58.93-მდე და ღამის [23:00 – 07:00] 32.85-დან 48.93 დრამამდე გაზრდას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის ფასი 40%-ით გაიზრდება. 

 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფასის ზრდის აუცილებლობა დაგროვილი ვალების გამო დადგა. თავის მხრივ, მომხმარებლები არ ეთანხმებიან იმას, კომპანიამ დავალიანებები მათ ხარჯზე უნდა დაფაროს და ხელისუფლებისგან მოითხოვენ, არ დაუშვას ტარიფის გაძვირება. სხვა შემთხვევაში, მათი თქმით, ფასები ყველაფერზე და ყველა მომსახურებაზე გაიზრდება. 

 

სამოქალაქო ინიციატივის “არა ძარცვას!” მონაწილეებმა, მაგალითად, უკვე განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მოთხოვნას, ისინი იძულებული იქნებიან სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ და “რადიკალურ ზომებს” მიმართონ. 

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი