ახალი ამბები

მერკელის თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი

21 მაისი, 2015 • • 972
მერკელის თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი

აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა 21 მაისს, გერმანიის ბუნდესტაგის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

ანგელა მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართ ინტერესის სხვადასხვა დონე აქვს.

 

გერმანიის კანცლერის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს, თუმცა მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მიაღწიონ.

 

ანგელა მერკელის განცხადებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა” არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და პროგრამის მნიშვნელობა ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო კიდევ უფრო გაიზარდა.

 

ანგელა მერკელი ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. (C) EPA/WOLFGANG KUMM, 21.05.2015
ანგელა მერკელი ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. (C) EPA/WOLFGANG KUMM, 21.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი