ახალი ამბები

ფილმების გასაპროტესტებლად კინო “ამირანთან” ჰომოფობიური აქცია იმართება

2 დეკემბერი, 2019 • 1656
ფილმების გასაპროტესტებლად კინო “ამირანთან” ჰომოფობიური აქცია იმართება

ორგანიზაცია “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე” გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად კინოთეატრ “ამირანთან” ჰომოფობიურ აქციას მართავს და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კონკრეტული ფილმების ჩვენებას აპროტესტებს.

მათი თმით, აქცია მშვიდობიანია და ფილმის “კომეტები” გაპროტესტებას მხოლოდ პლაკატებით და ადგილზე ყოფნით გეგმავენ: “ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანად, რათა ახალგაზრდებმა ნახონ და ამ ფილმზე არ შევიდნენ… ჩვენ ამ ფილმის ყველა სეანსზე ვაპირებთ მოსვლას და გეგმა გვაქვს, რომ ვიდგეთ გარეთ და ერთგვარი სირცხვილის კორიდორი მოვაწყოთ”, – ამბობს ფალავანდიშვილი.

ფალავანდიშვილის თქმით, გარდა კონკრეტული ფილმისა, გააპროტესტებენ ლგბტ თემატიკაზე შექმნილ კიდევ ორ ფილმს – ” ალმოდებული ქალი” და” მათიასი და მაქსიმი”.

აღნიშნული ფილმები ქვიარ ადამიანების ცხოვრებასა და ურთიერთობას ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი