ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2 დეკემბრის აქციაზე მოთხოვნის გამო აფხაზეთში დე ფაქტო შს მინისტრი დაითხოვეს

2 დეკემბერი, 2019 • 1432
2 დეკემბრის აქციაზე მოთხოვნის გამო აფხაზეთში დე ფაქტო შს მინისტრი დაითხოვეს

სოხუმში მოქალაქეები, მათ შორის რამდენიმე დღის წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ახლობლები დე ფაქტო შს მინისტრის, გარი არშბას გადადგომას ითხოვდნენ. მოთხოვნა რამდენიმე საათში დაკმაყოფილდა.

“თუ გარი არშბა თანამდებობას არ დატოვებს, სამინისტროს შტურმით ავიღებთ. არა მხოლოდ თანამდებობიდან გავაძევებთ, არამედ ქვეყნიდანაც. სწორედ ისაა ამ მკვლელობაში გარეული”.

“გარი არშბა რუსეთის შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. აფხაზეთის მოქალაქეობის ფლობის უფლება არ აქვს, შესაბამისად, – არც მინისტრის პოსტის”.

“ის რუსეთში კრიმინალური საქმეებით არის დაკავებული. ჩვენი მოძიებული ინფორმაციით, სტავროპოლში უკანონოდ იფორმებდა საკუთარ თავზე ბინებს. უფლება არ აქვს, შს მინისტრის თანამდებობა ეკავოს”.

დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უკვე მოაწერა ხელი შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას. თუმცა მომიტინგეები ჯერ არ იშლებიან.

“ჩვენთვის ისიც მნიშვნელოვანია, ვინ დაიკავებს მის ადგილს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს უბრალოდ კადრების ჩანაცვლება არ არის”, – ამბობს სერგეი შამბა, პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ხელმძღვანელი.

რამდენიმე დღის წინ სოხუმის ცენტრში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, კრიმინალური ავტორიტეტები.

2 დეკემბრის აქცია დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი