ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრეზიდენტმა რიგის სამიტზე წასვლა გადაწყვიტა

20 მაისი, 2015 • • 957
სომხეთის პრეზიდენტმა რიგის სამიტზე წასვლა გადაწყვიტა

“ყველა დეტალი, რომელიც ვიზიტს შეეხება, ცნობილი აღმასრულებელი ორგანოს სხდომის შემდეგ გახდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პრეზიდენტი სამიტს დაესწრება”, – განაცხადა ბაგდასარიანმა. მისი თქმით, ასეთი სამიტები და შეხვედრები აჩვენებს იმას, რომ სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა არ ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტას. 

 

“ჩვენ მზად ვართ ყვენალაირი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ხელს არ შეუშლის ჩვენს არსებულ შეთანხმებებს”. 

 

სომხეთის პრეზიდენტის რიგაში ვიზიტისას, შესაძლოა, ლატვიის დედაქალაქში ხელი მოეწეროს გარკვეულ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირთან სომხეთის სამომავლო ურთიერთობების რეგლამენტს ასახავს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი