ახალი ამბები

ბედნიერი ვარ, რომ არ დააპატიმრეს – ვაშაძე მელიასთვის გამოტანილ განაჩენზე

2 დეკემბერი, 2019 • 1254
ბედნიერი ვარ, რომ არ დააპატიმრეს – ვაშაძე მელიასთვის გამოტანილ განაჩენზე

“ბედნიერი ვარ, რომ არ დააპატიმრეს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ასე შეაფასა გრიგოლ ვაშაძემ, ენმ-ის ლიდერმა, დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე.

სასამართლომ მელია გაამართლა წარდგენილი ბრალიდან ერთ მუხლში, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა,, ხოლო მეორე მუხლში დამნაშავედ ცნო და 25 ათასლარიანი ჯარიმა, ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი