ახალი ამბები

პროკურატურა: ჩვენი ნებართვის გარეშე გვარამის ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

1 დეკემბერი, 2019 • 952
პროკურატურა: ჩვენი ნებართვის გარეშე გვარამის ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

მთავარი პროკურატურის განცხადებით, პროკურატურის ნებართვის გარეშე ნიკა გვარამიას არ აქვს ქვეყნის დატოვების უფლება. ეს კომენტარი პროკურატურამ ნეტგაზეთს მიაწოდა.

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს განცხადებას გააკეთებს გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, სადაც დეტალებზეც ისაუბრებს.

“ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები”, – წერს გვარამია ფეისბუკზე.

ნიკა გვარამიას ბრალდებულის სტატუსი აქვს.

სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი