ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მატარებელი სოხუმი – სანკტ პეტერბურგი

20 მაისი, 2015 • • 1406
მატარებელი სოხუმი – სანკტ პეტერბურგი

“პირველი რეისი რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქიდან ჩვენი დედაქალაქის მიმართულებით 29 მაისს, 01:30 საათზე გამოვა და  1 ივნისს 09:25 წუთზე ჩამოვა. სოხუმიდან ის კენტ რიცხვებში გავა. მატარებელი, სავარაუდოდ, საკურორტო სეზონის ბოლომდე ივლის”, – განაცხადა “აფხაზეთის რკინიგზის” წარმომადგენელმა. 


როგორც “აფხაზეთის რკინიგზის” წარმომადგენელი, ემირ აგრბა ამბობს, კვლავ ყოველდღიურად ხორციელდება მოსკოვის რეისი.

 

უწყების ცნობით, 2014 წელს სარკინიგზო მიმოსვლით 200 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი