ახალი ამბები

ვერ მოგართვით, არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება – ვაშაძე “ოცნებას”

1 დეკემბერი, 2019 • 975
ვერ მოგართვით, არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება – ვაშაძე “ოცნებას”

“ხელისუფლების უნიჭო სპექტაკლი”, – ასე აფასებს გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ენმ-ს ოფისთან გამართულ აქციას, რა დროსაც შენობას მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს.

ვაშაძის განცხადებით, აქციაზე საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, ქუთაისში სახლები ინგრევა, გზები გადათხრილია, მასობრივი ემიგრაცია და უიმედობაა, ამ დროს კი:

“მოყავთ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები და აყვირებენ ენმ-ის ოფისის წინ, ყველანაირად ცდილობენ, რომ არაცივილიზებული ქცევისაკენ გვიბიძგონ. ვერ მოგართვით, ხომ გახსოვთ ეს გამოთქმა? არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციის ფარგლებში და ცივილიზებულად მომზადებას არჩევნებისთვის”, – განაცხადა ვაშაძემ.

ქუთაისში ენმ-ს ოფისს კვლავ ესროლეს ცოცხები და კვერცხები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი