ქუთაისში ენმ-ს ოფისს კვლავ ესროლეს ცოცხები და კვერცხები

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ და ისევ ესროლეს ცოცხები და კვერცხები. ინფორმაციას ამის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და სხვა ტელევიზიები ავრცელებენ.

“დემიშიზაცია ქუთაისიდან დაიწყება” – ამ სლოგანით მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ქუთაისში, სადაც გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა ბრიფინგის გასამართად, მსვლელობა გამართლეს და ენმ-ს ოფისთან მივდნენ.

ქუთაისიპოსტის ცნობით, მმართველის პარტიის მომხრეებმა ენმ-ს ოფისში შეჭრაც სცადეს.

აქცია ქუთაისში ენმ-ს წინააღმდეგ © ქუთაისიპოსტი

მსგავსი აქცია ქუთაისში პარასკევსაც გაიმართა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com