ახალი ამბები

ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე – გვარამია

1 დეკემბერი, 2019 • 1703
ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე – გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს განცხადებას გააკეთებს გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, სადაც დეტალებზეც ისაუბრებს.

“ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები”, – წერს გვარამია ფეისბუკზე.

ამავე თემაზე

გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

მასალების გადაბეჭდვის წესი