ახალი ამბები

გიგა მაქარაშვილმა  საპატიმრო დატოვა 

1 დეკემბერი, 2019 • 1503
გიგა მაქარაშვილმა  საპატიმრო დატოვა 

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა საპატიმრო პირველ დეკემბრის ღამეს დატოვა. ის 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

მაქარაშვილს გორის პოლიციის შენობასთან  დახვდნენ  დანარჩენი აქტივისტები და მხარდამჭერები. 

მაქარაშვილის, ისევე როგორც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა განიხილა. გორის პოლიციის შენობიდან გათავისუფლებულ აქტივისტის მაისურიც შესაბამისია. 

გიგა მაქარაშვილი ანტისაოკუპაციო მოძრაობის “სირცხვილია” ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი