კანის კინოფესტივალი ამ გადაწყვეტილების გამო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. დრესკოდთან დაკავშირებულ პოლიტიკას კი სექსისტური უწოდეს. ფესტივალის დირექტორმა კი განაცხადა, რომ მაღალი ქუსლების ჩაცმა არ არის სავალდებულო:
“ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ფესტივალი მაღალი ქუსლების ჩაცმას მოითხოვს, უსაფუძვლოა” – დაწერა მან ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე.
@marcmissonnier Pas du tout. Et la rumeur selon laquelle le Festival exige des talons hauts pour les femmes sur les marches est infondée.
— THIERRY FREMAUX (@THIERRYFREMAUX) May 19, 2015
იმ ადამიანებს შორის, ვინც პროტესტს შეუერთდა, არის მსახიობი ემილი ბლანტიც.
“გულწრფელად რომ ვთქვა, ყველამ დაბალძირიანი ფეხსაცმელი უნდა ვატაროთ. ჩვენ არ უნდა ვატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი”, -განაცხადა ბლანტმა პრესკონფერენციაზე.
კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ჩვენება მხოლოდ მოსაწვევებითაა. ოფიციალური დრესკოდის თანახმად, კაცებმა უნდა ატარონ შავი ჰალსტუხი შავ ფეხსაცმელთან ერთად, ხოლო ქალებს უნდა ეცვათ ელეგანტური კაბები შესაბამის ფეხსაცმელთან ერთად. გარდიანი წერს, რომ გაურკვეველია, არის თუ არ აუცილებელი მაღალი ქუსლების ტარება ფესტივალის დრესკოდის მიხედვით.

