ახალი ამბები

კატო მიქელაძის პრემიით ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე დაჯილდოვდა

29 ნოემბერი, 2019 • 2058
კატო მიქელაძის პრემიით ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე დაჯილდოვდა

წელს კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი “ტაბულას” ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა.

“მისი სტატიები ხშირად ეხმიანება ქალების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქალთა ფონდი საქართველოში” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წელს ჯილდოზე სულ 16 ქალი იყო წარდგენილი, რომლებიც მომიჯნავე სფეროებში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

კატო მიქელაძის პრემიას 2013 წლიდან ყოველწლიურად გასცემს “ქალთა ფონდი საქართველოში” და დაჯილდოვების ცერემონიაც 29 ნოემბერს, ქალის უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი