მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1317-მა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია და მინიმუმ 115 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.

 

“განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით   2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.

 

როგორც უყებაში განმარტავენ, საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადებას. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა კი, საჯარო სამსახურებში მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას.

 

კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გასაჯაროვდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *