ახალი ამბები

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორჯერ გვთხოვეს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა – კეკელიძე

29 ნოემბერი, 2019 • 1007
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორჯერ გვთხოვეს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა – კეკელიძე

ეროვნული  ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში მას ორჯერ სთხოვეს ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა, რაზეც უარი თქვა.

“ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონი კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.

დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ”, – წერს კეკელიძე ფეისბუკზე.

მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა რია-ნოვოსტის განუცხადა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

“ვიმედოვნებთ, კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, – იმედი გამოთქვა კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 28 ნოემბერს პრაღაში შეხვდა. ქართული მხრიდან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე

კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი