ახალი ამბები

“ვიზის ლიბერალიზაციისა და ევროპული პერსპექტივის მოთხოვნით ევროპაში აქციები გაიმართება”

18 მაისი, 2015 • • 1068
“ვიზის ლიბერალიზაციისა და ევროპული პერსპექტივის მოთხოვნით ევროპაში აქციები გაიმართება”

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ეროვნული პლატფორმების წარმომადგენლების ხელშეწყობით და ადგილობრივი დიასპორების მხარდაჭერით რიგაში, ბრიუსელში, ბერლინში, სტრასბურგში, ვარშავაში, პრაღაში და სხვა ქალაქებში ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე მოთხოვნით მოეწყობა პარალელური დემონსტრაციები. აქციის მონაწილეები სამიტისგან ელოდებიან მკაფიო გზავნილს, რომ მიუხედავად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ წარმოებული აგრესიისა, მათ აქვთ ევროპული პერსპექტივა და ევროპულ სახელმწიფოებს ვერავინ შეუშლის ხელს, გახდეს გართიანებული ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, რიგის სამიტის დეკლარაციაში მკაფიოდ აღიარონ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა! გთხოვთ გაეცნოთ განცხადების ტექსტს შემდეგ ბმულზე, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყნისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული პერსპექტივის აღიარების მოთხოვნას”, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანება. ამ ეტაპისთვის ეროვნულ პლატფორმაში შედის 141 არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და პლატფორმაში გაწევრიანებით იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ აღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი