ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი, ეს არის 130-მილიონიანი პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა. დღეს სადავო გახადეს, თუ ვის დროს დაიწყო ეს პროექტი და ვის დროს გაიხსნა, მნიშვნელობა არა აქვს ამას. მთავარია, რომ გაიხსნა და ყველას გილოცავთ. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს იმას, რომ აღინიშნოს, ეს პროექტი იყო შეჩერებული წლების განმავლობაში, უნდა დაწყებულიყო 2008 წელს, შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში იყო გაჩერებული და როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო აქტიური სამუშაოები“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნისას დღეს, 18 მაისს.     

 

პრემიერის თქმით, 2015 წელს დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა  366 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

„ასევე გეტყვით, რომ გასულ წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით იყო 81 პროცენტით გაზრდილი და შეადგინა 276 მილიონი დოლარი. 2013  წელთან შედარებით კი ზრდა იყო 42 პროცენტი  და შეადგინა 195 მილიონი დოლარი. დაწყებულია და უახლოეს წლებში განხორციელდება 23 ახალი სასტუმროს მშენებლობა ბათუმში და განსახორციელებელი პროექტების  ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ 251 მილიონ დოლარს.

 

ახალ ბულვარში “Rekan Group Georgia” აშენებს სასტუმრო კომპლექსს, 50 000 000 დოლარის საინვესტიციო ღირებულებით, მშენებლობა დასრულდება 2017 წელს. „ორბი ჯგუფი“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს სასტუმრო-აპარტამენტების მშენებლობას, ხელშეკრულების მიხედვით აქ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და დასრულდება სამ წელიწადში დაახლოებით. შპს „იალჩინი“ იუსტიციის სახლის მიმდებარედ აშენებს 100-ნომრიან სასტუმროს, რომელიც 9 მილიონი დოლარი დაჯდება. სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“, მიმდინარე პროექტი, რომელშიც სულ 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სასტუმრო „კასტელო მარო“ გაიხსნება წელს და ჩაქვში სასტუმრო „ოაზისის“ დამატება იქნება. ასე რომ, ძალიან კარგი ტენდენციაა ამ მიმართულებით. სასტუმრო კომპლექსი „ლეო გრანდი“ მინდა ავღნიშნო, ეს არის 35- მილიონიანი ინვესტიცია, 700 ადამიანი დასაქმდება ამ პროექტში.  „ატლას ჯორჯია“  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი, 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წელს დასრულდება მშენებლობა.  

 

ასევე მინდა აღვნიშნო კომპანია „ტამ ჯეო“, „ბაბილონი“, ეს არის 120-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი, 33-სართულიანი შენობა იქნება, 141 მეტრი სიმაღლის, ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 45 მილიონ დოლარს.  „მარი ჯგუფი“, სასტუმრო „კოლიზეუმი“ წელს გაიხსნება, როგორც ვიცი, ინვესტიციის მოხცულობა შეადგენს 29 მილიონ დოლარს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *