ახალი ამბები

კომპრომისი გამორიცხულია – ხუნდაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ

29 ნოემბერი, 2019 • 892
კომპრომისი გამორიცხულია – ხუნდაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობის სხდომის შემდეგ ამბობს, რომ კომპრომისი ოპოზიციასთან გამორიცხულია.

ჟურნალისტებთან ხუნდაძე განმარტავს, რომ ვერანაირი კომპრომისი საარჩევნო სისტემაზე ვერ შედგება

“ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება, საარჩევნო სისტემა დარჩება ისეთი, როგორიც არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა სიმშვიდეზე ვთანხმდებოდეთ, რომ ქვეყანა მშვიდად ცხოვრობდეს, მაგრამ კომპრომისი გამორიცხულია, დაუშვებელია და დაუშვებელია ასევე… არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი, თავისი ოჯახის წევრებით და მომხრეებით. გამორიცხულია, რომ მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ“, – ამბობს ხუნდაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებული სიტუაციიდან რა გამოსავალი არსებობს, ხუნდაძე პასუხობს: “გამოსავალი არის ერთადერთი – დესტრუქციულმა ძალამ უნდა დაანებოს დესტრუქციაზე ფიქრს [თავი]“.

პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პიკეტირების თავიდან ასაცილებლად მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ. უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას ცნობით, ის პარლამენტში 09:30 საათზე მივიდა. მიზეზი კი უმრავლესობის სხდომაა.

დღეს სამართალდამცველ ორანოებს პარლამენტის მიმდებარედ ლითონის ბარიკადები არ აღუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი