ახალი ამბები

ადეიშვილი: საქართველოში ბინა გავყიდე, ჩემი ოჯახი ევროპაში ცხოვრობს

18 მაისი, 2015 •
ადეიშვილი: საქართველოში ბინა გავყიდე, ჩემი ოჯახი ევროპაში ცხოვრობს

“როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ინტერპოლთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა, რის შემდეგაც ინტერპოლში ჩათვალეს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ისეთივე იყო, როგორიც ჩვენი. ძალაუფლება მართლაც დემოკრატიული გზით გადაეცათ, არჩევნებით, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების და წინა ხელისუფლების წევრების დევნის გზა აირჩია. მე ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ვიყავი. ჩემ წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება. სამართლებრივი პროცესი საქართველოში ჩემი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს უკვე ორი წელია, თუმცა ჯერ განაჩენი გამოტანილი არ არის. ფორმალურად დამადანაშაულეს იმაში, რომ პატიმრების უფლებები დაირღვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პენიტენეციური სისტემა არ შედის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მე სწორედ იუსტიციის უწყებას ვხელმძღვანელობდი. ახლა ინტერპოლისთვის ცნობილი გახდა, რომ მე პოლიტიკური მოტივებით მდევნიან, თუმცა საქართველოში დაბრუნება არ შემიძლია”, – განაცხადა ადეიშვილმა და დასძინა, რომ “საუბედუროდ ახალმა ხელისუფლებამ თავისი ამბციები  კანონზე მაღლა დააყენა”.


“მას შემდეგ, რაც მათ შურისძიება გადაწყვიტეს, საქართველოში დემოკრატიამ უკან გადადგა ნაბიჯი”.


ადეიშვილის თქმით, მისი ოჯახი ევროკავშირს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, ხოლო ბინა საქართველოში – გაყიდა.


“ჩემი ოჯახი ახლა ცხოვრობს  ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელმაც მე პოლიტიკური თავშესაფარი მომანიჭა, რა თქმა უნდა, განიცდიან იმას, რომ სახლში არ არიან. ეს არის სტრესი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, არა მხოლოდ უკრაინაში”, – ამბობს ადეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი