ახალი ამბები

დღევანდელ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს

28 ნოემბერი, 2019 • 1067
დღევანდელ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს

პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობით, ედავება.

აქციასთან დაკავშირებით დღეს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციის მონაწილეები არ დაუკავებიათ და ისინი ტერიტორიიდან განარიდეს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ გააკეთა საპატრულოს უფროსმა აღნიშნული განცხადება, რაზეც უწყებაში გვიპასუხეს, რომ ორივე აქტივისტი აღნიშნული განცხადების შემდეგ, მოგვიანებით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი