ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

17 მაისი, 2015 • • 973
აფხაზეთი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

“ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა იმის გარდა, რაც პრესაში იხილება. ჩვენ მადლობელი ვართ, თუკი ეს ასეა, მაგრამ სხვა რამეებზეც უნდა ვიფიქროთ. თავად დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დღეს საუბარი მიდის კიევთან შესაძლო დიალოგზე უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის მოპოვების საკითხზე. ამიტომ პრესპექტივაში ვნახავთ, როგორ მოვიქცეთ”, – განუცხადა ხაჯიმბამ მედიის წარმომადგენლებს პრესკონფენციაზე. 

 

12 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობა აღიარა. 


სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელობა 2014 წლის ივნისში აღიარა. რაც შეეხება აფხაზეთს, დონეცკში იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი