ახალი ამბებირეკლამა

შავი პარასკევის ფასდაკლება WIZZ AIR-სგან

28 ნოემბერი, 2019 • 2946
შავი პარასკევის ფასდაკლება WIZZ AIR-სგან

Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული, წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შავ პარასკევს, 29 ნოემბერს  30%-იან ფასდაკლებას აცხადებს. მოგზაურობის მიმართულება ულიმიტოა, რაც ყველა მგზავრისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის შეთავაზებას. 

გსურთ შობას ევროპაში შეხვდეთ? ან ახალი წელი დიდი ხნის ნანატრ ქალაქში მოგზაურობით აღნიშნოთ? ან დიდი ხნით ადრე დაგეგმოთ ზაფხულის შვებულება? Wizz Air უნიკალურ შანსს გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი მიმართულებები ყველაზე დაბალ ფასად! რაც მთავარია, ყველა ადამიანი, ვინც ბილეთებს სწორედ 29 ნოემბერს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს 1500 ევროს ღირებულების WIZZ ვაუჩერის მოგების შესაძლებლობას!

არ დაგავიწყდეთ, 30%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ამ დღეს მოქმედებს, ამიტომ მოასწარით ბილეთების შეძენა და დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები დაუვიწყარი მოგზაურობით. Wizz Air ქუთაისიდან 19 ქვეყნის 41 მიმართულებით გთავაზობთ ფრენებს, ხოლო მთელ მსოფლიოში 700 სხვადასხვა მიმართულებას აკავშირებს ერთმანეთთან.

* 30%იანი ფასდაკლება ვრცელდება ბილეთის ღირებულებაზე ყველა მოსაკრებლის ჩათვლით ადმინისტრაციული გადასახადის გარდა. ფასდაკლება იწყება 29 ნოემბრის ღამის 00.00 საათზე და დასრულდება 23.59 საათზე. მოგზაურობის დრო შეუზღუდავია. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში შეძენილ ბილეთებზე.

** ერთი გზის ღირებულება, ადმინისტრაციული გადასახადის ჩათვლით. ღირებულებაში შედის ერთი ბორტზე ასატანი ჩანთა (მაქს: 40x30x20სმ). ჩასაბარებელი ბარგი ითვლება დამატებით ღირებულებად. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ wizzair.com-ზე და მობილურ აპლიკაციაში განხორციელებულ ჯავშნებზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი