ახალი ამბები

პარლამენტმა უნდა იმუშაოს, ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი – მდინარაძე

28 ნოემბერი, 2019 • 699
პარლამენტმა უნდა იმუშაოს, ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტს ბევრი საკითხი აქვს გადასაწყვეტი და მმართველი გუნდი მის პარალიზებას ვერ დაუშვებს:

“სამართალდამცავი უწყებები პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. პარლამენტის ვალდებულებაა, რომ იმუშაოს, რადგან ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი. ვერ და არ დავუშვებთ, პარლამენტის ფუნქციონირება ვინმემ შეაჩეროს. გარეთ ვხედავთ “კმარას” გაცვეთილ მეთოდებს და ამ მეთოდებიღ რაღაც შტურმის მცდელობას, რაც არის აღკვეთილი. მესმის, რომ ეს ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება.”

დღეს, 28 ნოემბრის დილიდან პოლიციას ბლოკირებული აქვს როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის კანცელარიის შესასვლელები.

პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციამ ლითონის ღობეებით ჩახერგა. რაც შეეხება კანცელარიასთან მისასვლელ ქუჩებს, იქ პოლიციაა მობილიზებული. 10-მდე აქტივისტმა პოლიციელების ცოცხალი კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა- უშედეგოდ. აღნიშნული აქტივისტები ამის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში ტროტურაზე მიწოლით გადაიყვანა.

მთავრობის კანცელარიაში დღეს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გარდა ამისა, პალრამენტში მიდმინარეობს კომიტეტების სხდომები, დაგეგმილია პლენარული სხდომაც.

ოპოზიციონერი აქტივისტები დილიდან ცდილობენ, პარლამენტის შესასვლელებთან გააკეთონ ე.წ. სირცხვილის კორიდორები,  მაგრამ პოლიცია მათ ამაში ხელს უშლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი