ახალი ამბები

ივანიშვილის გეგმები პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

27 ნოემბერი, 2019 •
ივანიშვილის გეგმები პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

ბიძინა ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ სურს გაატაროს დარჩენილი წლები პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართველებს მოუწოდებს, რომ “ჩვილი ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს”, რადგან მისი თქმით, დედის ინსტიტუტის დანგრევამ ბევრი ადამიანური ფასეულობები დაარღვია:

“ფსიქოლოგიაზე და დედის ინსტიტუტზე მქონდა საუბარი. მე ვფიქრობ, არამარტო საქართველოში, მთელი დღევანდელი მსოფლიო ყველაზე დიდ პრობლემას განიცდის. პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ არავინ დამნახავი არაა. დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ადამიანური ფასეულობა დაანგრია და დაარღვია.

თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები მინდა ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია, იმდენად მოდაშია, ამის საწინააღმდეგო სიტყვაც რომ ვთქვა ალბათ… ყველაფერი ეს ძალიან კარგია, მაგრამ…”, – ამბობს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი