ახალი ამბები

“დრამატული არაფერი მომხდარა” – ივანიშვილი პროპორციულის შეუსრულებელ დაპირებაზე

27 ნოემბერი, 2019 • 3224
“დრამატული არაფერი მომხდარა” – ივანიშვილი პროპორციულის შეუსრულებელ დაპირებაზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონრპოექტის ჩაგდებით არაფერი დრამატული არ მომხდარა და ამბობს, რომ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც აქვთ პარტიებს გაცხადებული, თუმცა შეუსრულებელი დაპირებები:

“რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები, ემოციურად. მე, ვთქვათ, მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად განიცდის. თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია, ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნები.

არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები და არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მით უმეტეს, იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ ეს ქუჩის ოპოზიცია და აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს” ,- ამბობს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი