აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ აქციაზე იმყოფება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი. მისი თქმით, მრევლი სამებაში ილოცებს პატრიარქთან ერთად, სადაც ილია მეორე ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის.






