განათლების სამინისტროში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძე აირჩიეს.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები Facebook გვერდის საშუალებით აცხადებენ, რომ უნდობლობას უცხადებენ განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიას. 

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ფოტო – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Facebook გვერდიდან
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ფოტო – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Facebook გვერდიდან

 

გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ, რომ დირექტორის არჩევის უფლება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს დაუბრუნდეს. ასევე, ისინი მოითხოვენ ცენტრის მაკონტროლებელი უწყების შეცვლასაც:

 

“ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელ უწყებას. მოვითხოვთ, გადაეცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტს,”– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

განათლების სამინისტროს ცნობით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე  კონკურსი 2015 წლის 16 თებერვალს გამოცხადდა. 

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროს იმაში ედავებიან, რომ უწყება გადაწყვეტილებებს ცენტრის შესახებ მათი გვერდის ავლით იღებს. ისინი უკეთეს შენობასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გარდა ამისა,  მხარს ცენტრის ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას კანდიდატურას უჭერენ.

 

განათლებისა და მენციერების მინისტრი თამარ სანიკიძე კი ამბობს, რომ 2014 წელს ცენტრს ბიუჯეტი გაორმაგდა, თუმცა ეს არ ასახულა იმ თანამშრომლების ხელფასზე, ვისზეც “დგას” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მინისტრის განცხადებით, კუდავას დაევალა, ხელფასები გაეზარდა, თუმცა მან შერჩევით, მასთან დაახლოებულ პირებს მისცა დანამატები, ხოლო თავად კუდავას ხელფასი საშუალოდ თვეში 3500 ლარია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობა, სავარაუდოდ, ავლაბარში, სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და ახალი შენობის ფასადზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ფოტო – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Facebook გვერდიდან
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ფოტო – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Facebook გვერდიდან

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *