ახალი ამბები

პანკისში დაშავებულთაგან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანება ჰქონდა – ევექსი

27 ნოემბერი, 2019 • 677
პანკისში დაშავებულთაგან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანება ჰქონდა – ევექსი

დღეს, 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი  – ვასილ მუთოშვილი მოკლეს, 2 დაშავებული კი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს კლინიკათა ქსელ “ევექსში“ დაუდასტურეს.

კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ერთ-ერთ მათგანს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და მას საავადმყოფოდან მალე გაწერენ. რაც შეეხება მეორეს პირს, საავადმყოფოს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

შემთხვევა პანკისში დღეს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით,გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. დაკავებული არავინაა.

ნეტგაზეთი ესაუბრა გარდაცვლილის ერთ-ერთ ნათესავს, რომელიც მომხდარს ხეობაში დაგეგმილ ჰესის მშნებლობას უკავშირებს. მისი თქმით, დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს. მისივე ცნობით, გარდაცვლილი ხეობაში ჰესის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, ხოლო კონფლიქტის მეორე მხარეს მდგომი ადამიანები – მომხრეები.

შსს-ში მომხდარის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.

პანკისში ერთი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც

მასალების გადაბეჭდვის წესი