ახალი ამბები

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილი მიუსაჯეს

16 მაისი, 2015 •
ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილი მიუსაჯეს

მურსის უკვე ქონდა შეფარდებული 20–წლიანი პატიმრობა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა დაპატიმრებისა და წამების გამო. სანამ განაჩენი აღსრულდება, ამ საქმეზე საკუთარი პოზიცია ეგვიპტის უმაღლესმა მუფტმა უნდა დააფიქსიროს.

 

ასევე, აპრილში ეგვიპტის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა მუსლიმთა საძმოს ლიდერს, მუჰამედ ბადის და ამავე დაჯგუფების მაღალი რანგის 13 წევრს სახელმწიფოზე თავდასხმის დაგეგმვის, ქაოსის გამოწვევისა და ძალადობის გამო.

 

მურსის მხარდამჭერმა მუსლიმთა საძმოს მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

 

მუჰამედ მურსი პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. იგი თანამდებობიდან 2013 წლის ივლისში, მისი მმართველობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადააყენეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ აკრძალა მუსლიმთა საძმოს სქმიანობა, საძმოს ათასობით მხარდამჭერი კი დააპატიმრა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მუსი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ეგვიპტე, კაირო © EPA 16.05.2015
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მუსი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ეგვიპტე, კაირო © EPA 16.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი