ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, დავით აბულაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, დაიღუპა თუ არა ცათიაშვილი საბრძოლო მოქმედებების დროს.
გარდაცვლილის მეზობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ცათიაშვილი თურქეთში იყო წასული და მისი სირიაში გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყვეს. მეზობელმა ნადია ხონოგაშვილმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ გარდაცვლილი გურამ ცათიაშვილი სოფლიდან 2 თვის განმავლობაში იყო წასული.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის. გასულ თვეში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში გაყვანის საკითხს სამართალდამცავები მიხედავენ და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

