ახალი ამბები

ნადირაშვილი: ჩვენს ოფისს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ

27 ნოემბერი, 2019 • 856
ნადირაშვილი: ჩვენს ოფისს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტიის ოფისს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან:

“ჩვენ ვხედავდით, რომ ამ მანქანაში მყოფი სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც იცვლებოდნენ, იღებდნენ ფოტოებს და აწარმოებდნენ სატელეფონო საუბრებს. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ისინი თავის სამსახურებს აწვდიდნენ ინფორმაციას, რა ხდებოდა ამ ოფისში, ვინ შედიოდა, ვინ გამოდიდა. გვქონდა ასეთი შემთხვევებიც, როცა აქედან მანქანები გავიდნენ, რომლებიც გზაში გააჩერეს და შეამოწმეს, რა იყო საბარგულებში”, – ამბობს ნადირაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციასაც მიმართა, თუმცა 112-ში დარეკვის შემდეგ ამ პირებმა ტერიტორია დატოვეს. ნადირაშვილის თქმით, პოლიციას მანქანის სერია და ნომერი მიაწოდა, თუმცა უწყებიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი