ახალი ამბები

“იმედის” ეთერში “ევრაზიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი “ენმ”-ს მომხრეს დაუპირისპირდა

15 მაისი, 2015 •
“იმედის” ეთერში “ევრაზიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი “ენმ”-ს მომხრეს დაუპირისპირდა

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც  ვასილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ NDI-ის კვლევევით, რომლის მიხედვითაც გაზრდილია “ევრაზიული კავშირის” მომხრე ადამიანთთა რაოდენობა, არის რეალობა:.


“მე არ ვარ რუსეთის მომხრე, მე ვარ მკვეთრად საქართველოს მომხრე. მეღიმებოდა, როცა 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს მოსახლეობის 74%-მა მხარი დაუჭირა ნატოს, ეს არის სრული ბლეფი. ეს ის დროა, როცა ხალხს აუპატიურებდნენ ციხეში, ხალცს ბიზნესს ართმევდნენ, ხალხი იყო განადგურებული. ხალხმა იმიტომ დაუჭირა ევრაზიულ კავშირს მხარი, რომ დასავლეთი ქართველ ხალხს არაფერს არ უკეთებს.  დასავლეთი ქართველ საზოგადოებას არაფრით არ ეხმარება. დასავლეთი ლგბტ თემს უჭერს მხარს და საქართველოს მტრებს უჭერს მხარს. პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოლებენ და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ” – განაცხადა ვასილ ჭყოიძემ. 
 
 
“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის, ბადრი შუბლაძის განცხადებით, ხალხის გაღარიბება მიმდინარეობს მიზანდასახულად:
 
„აღარიბებენ, რომ შემდეგ მოდიან ასეთები, ჭყოიძეები, და ქართულ ხუთჯვრიან დროშას ფეხი რომ კარით, მიმიფურთხებია იმ გორელისთვის, ეს რომ მოითმინა. შემდეგ პირდებიან, ვაშლს გაგაყიდინებო. ვაშლზე ყიდით თქვენ სამშობლოს. შენ გაყიდე ვაშლზე სამშობლო“,- მიმართა ბადრი შუბლაძემ არჩილ ჭყოიძეს, რის  შემდეგაც სტუდიაში სიტყვიერ დაპირისპირებას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
 
 
NDI-ის კვლევით, რუსეთის მიერ დაფუძნებულ ევრაზიის [საბაჟო ეკონომიკურ] კავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოსახლეობის 31 პროცენტი უჭერს მხარს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, გამოქვეყნდა,

მასალების გადაბეჭდვის წესი