ახალი ამბები

ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15 მაისი, 2015 •
ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეფერხების მოძრაობის აკრძალვის მიზეზია სენაკი–ფოთი–სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.


მასალების გადაბეჭდვის წესი