ახალი ამბები

აქტივისტებმა დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის პრესკონფერენცია ჩაშალეს

27 ნოემბერი, 2019 •
აქტივისტებმა დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის პრესკონფერენცია ჩაშალეს

მოძროაბა “გაბედეს” წევრებმა დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ მისცეს. მაჭარაშვილის მედიაცენტრ “მთავარში” იყო, როდესაც პრესკონფერენციაზე აქტივისტები მივიდნენ.

მაჭარაშვილი “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდეს. თუმცა მანამდე მაჭარაშვილი ფეისბუკზე არჩევნების ამ სისტემას აქებდა. 

პროპორციულის ჩაგდება გახდა აქტივისტების პროტესტის მიზეზიც. “მთავარში” მისული მოქალაქეები მაჭარაშვილს მატყუარასა და მოღალატეს უწოდებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

აქტივისტები რუსთავი 2-თან ამბობენ, რომ სამომავლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მისი პარტიის წარმომადგენლებს ყველგან შეუქმნიან დისკომფორტს.

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებს [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი