თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს.
“უახლოეს მომავალში გვინდა გამოვაცხადოთ შესყიდვა ახალ, ევროპული ტიპის ვაგონზე, რომელიც დაემატება მეტროს”, – განაცხადა კალაძემ 27 ნოემბერს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.
კალაძეს შესყიდვის სხვა დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია.