ბილდტის დანიშვნასთან ერთად ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი მერვინ დავისი დაინიშნა “LetterOne”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო BP-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ბროვნი “L1 Energy”-ის აღმასრულებელ თავმჯდომარედ დანიშნეს.
“ჩვენ მოხარული ვართ გვყავდეს გუნდი, რომელიც მსოფლიო კლასის მრჩევლებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ჩვენი, როგორც საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში,” – ნათქვამია ფრიდმანის განცხადებაში.
ფრიდმანმა ქონება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1991 წელს რუსეთში დააგროვა. 2015 წლის დასაწყისში 5.7 მილიარდ დოლარად შეიძინა გერმანიის RWE-ს ნავთობის და გაზის ერთეული DEA.
კარლ ბილდტის მისამართით ბოლო პერიოდში ბრალდებები იყო საქართველოში. გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა, რომ შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული გლობალური კორუფციული სქემის საფუძველზე შვედეთიდან საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე შემოსული თანხები არასამთავრობო სექტორზე ნაწილდებოდა. შვედეთის განვითარების სააგენტომ (sida) კარლ ბილდტის მონაწილეობით კორუფციული სქემით ქართული NGO-ების დაფინანსება უარყო და განაცხადა, რომ პროექტები, რომლებიც შვედეთმა საქართველოში დააფინანსა, sida-ს პრიორიტეტებს სრულად შეესაბამება.
