უკრაინის მედიის ინფორმაციით, დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები – ანდრეი დერკაჩი, ანდრეი შიპკო, ვლადიმირ ბანდუროვი, ვიქტორ რაზვადოვსკი, იგორ მოლოტოკი, მიხაილ პაპიევი, იგორ ერემეევი. კვიტაშვილის გარდა, იგივე დეპუტატები ითხოვენ აგრარული პოლიტიკისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი პავლენკოს გადაყენებას, გამონაკლისია შიპკო, თუმცა აქ მას ცვლის ვიტალი ბარვინენკო.
დადგენილების პროექტის ტექსტები ჯერ უკრაინის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული არაა. დილის სესიაზე დეპუტატმა ოსანა კორჩინსკაიამ კვიტაშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ დაჭრილი მეომრები ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციის გამო არ მიჰყავთ უცხოეთში სამკურნალოდ. თავად კვიტაშვილმა კი ეს ინფორმაცია უარყო.
ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა.





