ახალი ამბები

აზერბაიჯანში დაკავებულთა სოლიდარობის გამო EBRD-ის წარმომადგენელმა შეხვედრა დატოვა

15 მაისი, 2015 • • 1042
აზერბაიჯანში დაკავებულთა სოლიდარობის გამო EBRD-ის წარმომადგენელმა შეხვედრა დატოვა

სოლიდარობის აქციის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა განუმარტა, რომელიც თავადაც მონაწილეობდა აქციაში.

 

EBRD-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოთა შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, “მწვანე ალტერნატივის” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ მაისურებით, რომლებზეც აზერბაიჯანში დაკავებული აქტივისტების სახელები ეწერა. 

 

ფოტო: CEE Bankwatch Network
ფოტო: CEE Bankwatch Network

 

“ეს იყო სოლიდარობის აქცია აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმართ, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის გამო იდევნებიან და დაპატიმრებული არიან. ამ ტიპის ღონისძიებაზე თავადაც უნდა ყოფილიყვნენ ჩამოსულები. პარალელურად ჩვენ გავაპროტესტეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საინვესტიციო პოლიტიკა აზერბაიჯანში, რომლის შედეგად კიდევ უფრო მყარდება იქ დიქტატორული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამ ადამიანებს დევნის”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დავით ჭიპაშვილი. 

 

როგორც ჭიპაშვილი ამბობს, ამ აქციის პროტესტის გამო აღნიშნული შეხვედრა EBRD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დატოვა, რომელიც ბანკში აზერბაიჯანსა და თურქეთს წარმოადგენს. 

 

“მწვანეებმა” საპროტესტო აქცია საქართველოს ენერგოსისტემაში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საინვესტიციო პოლიტიკის წინააღმდეგაც გამართეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი