“მე მინდა საქართველო NATO-ში მალე, თუმცა მხოლოდ საქართველო ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ჩვენი მიზეზით არ შეიქმნას რამე პრობლემა,”- განუცხადა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენელებს დღეს, 15 მაისს, მოადგილეების წარდგენის შემდეგ.
ხიდაშელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც გუშინ თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ნატოს მინისტერიალზე გააკეთა, რომლის მიხედვით, თურქეთი ალიანსის გაფართოებას უკვე 2016 წლიდანვე უჭერს მხარს და ამ ქვეყნებს შორის საქართველოსაც მოიაზრებს.
“განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია, ის ჩემი პირადი მეგობარია, ერთად ვიყავით სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაში. მადლობა მას ამ განცხადებისთვის. ვისურვებდი, ამ გზაზე უფრო მეტი მეგობარი გვყავდეს. მაგრამ ილუზიებიც არ უნდა გვქონდეს, რეალისტები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა მინისტრმა ხიდაშელმა.
