ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შსს-ს გაყოფასთან დაკავშირებით შესაბამის კანონპროექტს დაუჭირა მხარი მთავრობამ.

 

ვახტანგ გომელაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს პრემიერი წარუდგენს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში, ეს კანდიდატურა წარედგინება პარლამენტს და მას პოსტზე 6 წლის ვადით დაამტკიცებს პარლამენტის უმრავლესობა. ამასთან, ერთი და იგივე პირი ორი ვადით ვერ იქნება არჩეული.

 

შესაბამისი კანონპროექტი უკვე გაგზავნილია პარლამენტში, რომელმაც უნდა განიხილოს ის და დამტკიცების შემთხვევაში დაიწყება შსს-ს გაყოფის პროცედურა. ამასთან, ჯერ უცნობია, ამ გაყოფის შემთხვევაში რომელ უწყებას დარჩება ფარული მიყურადების გასაღები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *