ახალი ამბები

სად ნახეს ხატები?! – ჯაფარიძე “გირჩის” პერფორმანსზე

26 ნოემბერი, 2019 • 1430
სად ნახეს ხატები?! – ჯაფარიძე “გირჩის” პერფორმანსზე

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე პასუხობს მმართველი პარტიის დეპუტატების კრიტიკას, რომელიც ეხება მისი თანაპარტიელების მიერ გამართულ პერფორმანსს, რომლის დროსაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ.  “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმა “გირჩი” რელიგიური გრძნობების შეურახყოფაში დაადანაშაულა:

“ეს არის ამ უტვინო მონების იაფფასიანი მცდელობა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილი “ააგდოს” რაღაც რელიგიურ გრძნობებზე. რა შუაშია ხატები, სად ნახეს ხატები, ფოტოშოფში აწყობილი ნახატი… ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ხატია?!

კარგად იციან თვითონაც, რომ აქ ხატზე არ არის საუბარი და საერთო ხატებთან ბრძოლა არაფერ შუაშია. იყო ჩვეულებრივი პერფორმანსი, რომლის შინაარსიც იყო, გვეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ ეს ხალხი არიან მონები, რომლებსაც ღმერთივით ჰყავთ ბიძინა. ამის ჩვენება იყო ის პერფორმანსი და არაფერ შუაში არაა არც ხატები და არც ხატებთან ბრძოლა”, – ამბობს ჯაფარიძე ტელეკომპანია “პირველთან”.

ამავე თემაზე

“გირჩის” აქტივისტებმა ივანიშვილს “ვხედავ მეცხვარეს” უმღერეს

მასალების გადაბეჭდვის წესი